-   - , -   - , - , cyberknife

CyberKnife , , !

CyberKnife , . , , ! , !





კიბერ დანა | კიბერ დანა | CyberKnife: ონკოლოგიური დაავადებების, კიბოსა და მეტასტაზების მკურნალობა ოპერაციის გარეშე სიმსივნის ამოკვეთა რადიოქირურგის მეთოდით


კიბერ დანა (CyberKnife G4) ადამიანებს აძლევს ახალ იმედებს კიბოსა და სიმსივნეების მკურნალობაში

კიბოს, ონკოლოგიის, სიმსივნეების მკურნალობა, სიმსივნის მოკვეთა, კიბოს ოპერაციახშირად პაციენტსა და ექიმ ონკოლოგს ხვდებათ ისეთი სიმსივნე, რომელიც მკურნალობისათვის მოუხერხებელ ადგილას მდებარეობს ან გააჩნია სამედიცინო ისტორია, რომლიც გამორიცხავს ონკოლოგიურ ცენტრში სიმსივნის მკურნალობის ქირურგიული ჩარევის მეთოდს, კეთილთვისებიანი სიმსივნის ჩათვლით. კიბერდანით მკურნალობა არ არის კიბოს მკურნალობა ლაზერით, როგორც ეს ზოგჯერ არის მიღებული, მაგრამ ის საუკეთესოდ უზრუნველყოფს მიუწვდომელ, დიდ და ოპერაციულ ჩარევას დაუქვემდებარებელ სიმსივნეებთან ხელმისაწვდომობას. კიბერდანა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას, რომლებზეც  ადრე გამოყენებული იყო სხივური თერაპიის (რადიოთერაპიის) მაქსიმალურად დასაშვები დოზები და ამოკვეთოს ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ახალი გამონაზარდი სიმსივნეები. ონკოლოგიურ კლინიკას გააჩნია CyberKnife ს სისტემა, რომელიც ადამიანებს აძლევს ონკოლოგიის, კიბოს წარმატებულად მკურნალობის, სიმსივნეების და მეტასტაზების მოკვეთის ახალ იმედებს!

კიბერ დანის რადიოქირურგიული სისტემით მუშაობის პრინციპი

კიბერ დანა გამოირჩევა შეუდარებელი სიზუსტით და სიმსივნის ზომებთან და სხეულის ნებისმიერ ადგილზე მისი მდებარეობის მიუხედავად ადაპტირების უნარით, ათასობით პაციენტს სთავაზობს ახლო წარსულში ძნელად სამკურნალო ონკოდაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდებს.

ეს არის ერთადერთი სტერეოტოქსიკური რადიოქირურგია, რომელშიც გამოიყენება რობოტირებული ტექნოლოგია კონტროლის გასაშუქებელ სისტემასთან ერთად სიმსივნის რადიოქირურგიული მკურნალობისას პაციენტის უხეში ფიქსაციის ან მასზე უადგილო დისკომფორტის მიყენების გარეშე.

კიბერდანის უნიკალური მსუბუქი ხაზოვანი დამაჩქარებელი ეს არის რობოტის ნაწილი, რომელიც გამოიმუშავებს რადიაციული სხივების მაღალ ენერგიას. ის დამონტაჟებულია მოქნილსახსრიან და მოძრავ მანიპულიატორზე და შეუძლია სიმსივნე დაასხივოს 1300ზე მეტი სხვადასხვა კუთხით. პაციენტის მოძრაობა, სუნთქვის ჩათვლით, სინქრონიზებულია კიბერდანის ინსტლაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი სამიზნის (სიმსივნის) სხივურ მკურნალობას.

კიბერდანის უკიდურესი სიზუსტე შეუდარებელია და იძლევა სიმსივნის მოსპობის საშუალებას დიდი სიზუსტის გამოსხივებით, ამავ დროს, სიმსივნის ირგვლივ ჯანსაღი ქსოვილების დაუზიანებლად.

მკურნალობის შემდეგ სასწრაფოდ შეგიძლიათ შინ წასვლა, რაიმე განსაკუთრებული სარეაბილიტაციო მკურნალობის ჩატარების გარეშე.

კიბოთი დაავადებისას სხივური თერაპია (ან რადიოთერაპია) ათიდან ორმოც სეანსამდე მკურნალობას მოითხოვს ონკოლოგიური საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში, ხოლო კიბერდანით ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა შესაძლებელია შემცირდეს ერთიდან ხუთ სეანსამდე. ონკოლოგიური დისპანსერის ან ონკოცენტრის პაციენტებისათვის ეს ნიშნავს შედარებით მოქნილ და თავისუფალ გრაფიკს და სამსახურსა და შინ არ ყოფნის დროის შემცირებას.

კიბერდანით მკურნალობის სარგებლიანობა გამოიხატება შემდეგში:

  • არ არის ტკივილი;
  • არ არის ჭრილობა;
  • არ არის ანესთეზია;
  • არ არის თავის ქალის ტრეპანაცია;
  • არ არსებობს თავის უხეში ფიქსირება;
  • სწრაფი დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებასთან;
  • ჯანმრთელობის აღდგენის მინიმალური დრო კლინიკის გარეშე.

რას მკურნალობს კიბერდანა

დანადგარი კიბერდანა რეკომენდებულია კიბოს სიმსივნეების, მეტასტაზების და სხვა დაზიანებული ადგილების მკურნალობისათვის.

1. თავის ტვინისა და თვალის სიმსივნეებისა, რომლებიც ექვემდებარება მოკვეთასა და მკურნალობას:

  • ტვინის გიპოფიზის ადენომა;
  • აკუსტიკური ნევრომა (სასმენი ნერვის ნევრომა);
  • ანაპლასტიკური ასტროციტომი;
  • არტერიავენური მალფორმირება;
  • ვესტიბულური შვანომა;
  • განგლიობლასტომა;
  • განგლიოციტომა;
  • გემანგიობლასტომა;
  • გერმინომა;
  • მულტიფორმული გლიობლასტომა;
  • გლიომა;
  • კისრის სიმსივნე (პარაგანგლიომა);
  • კავერნული მალფორმაცია (კავერნომა);
  • კრანიოფარინგიომა;
  • მედულობლასტომა;
  • თვალის უჯრედის მელანომა;
  • მენინგიომა;
  • თავის ტვინის მეტასტაზები;
  • სამწვერა (სახის) ნერვის ნევროლგია (ანთება);
  • ნევრინომა (სასმენი ნერვის შვანომა);
  • ნეიროფიმრომატოზი (ნეიროფიბრომა);
  • ნეიროციტომა;
  • ოლიგოდენდროგლიომა;
  • ხონდრომა;
  • ხონდროსარკომა;
  • შვანომა;
  • ეპენდიმომა;
  • ეპიდურალური ჰემატომა.

2. ზურგის ტვინის და ხერხემლის სიმსივნეების მკურნალობისთვის და მოკვეთისთვის:

  • ასტროციტომა;
  • გემანგიომა;
  • მენინგიომა;
  • ხერხემლის მეტასტაზები;
  • ნევრინომა (ნევრომა);
  • ნეიროფიბრომა;
  • ხონდრომა;
  • ხონდროსარკომა;
  • ხორდომა;
  • შვანომა;
  • ეპენდიმომა.

3. სწრაფმოზარდი სიმსივნეებისა და დაზიანებული ორგანოებისათვის:

  • ყელის სიმსივნე;
  • ყელისა და ცხვირის კარცინომა;
  • ცალკეული მეტასტაზები;
  • ოსტეოსარკომა;
  • სწორუჯრედოვანი კიბო;
  • ფილტვების კიბო (დიდუჯრედოვანი);
  • საშვილოსნოს კიბო;
  • ღვიძლის კიბო;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო (პანკრეატიული კარციონომა);
  • თირკმლების კიბო;
  • პროსტატის კიბო;
  • მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • საკვერცხეების კიბო.

4. თავის და კისრის (ყელყურცხვირი) სიმსივნეები:

  • ყელის კიბო;
  • ხორხის კიბო;
  • ტრახეის კიბო;
  • ცხვირხახის (ცხვირის) კიბო;
  • პირხახის კიბო;
  • ხორხიხახის კიბო;
  • ენის კიბო;
  • პირის ღრუს კიბო;
  • ტუჩების კიბო;
  • ხმის სიმების კიბო;
  • სანერწყვე ჯირკვლების კიბო.

კიბერდანა (CyberKnife) შესაძლებელია გახდეს ონკოლოგიური ავადმყოფების ხსნად რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში და დსთს ქვეყნებში. ასეთ დახმარებას იმედით მიიღებენ ონკოდისპანსერებისა და ონკოლოგიური ცენტრების პაციენტები კიევსა და მოსკოვში, მინსკსა და სანკტპეტერბურგში, ონკოკლინიკები ჩელიაბინსკში და არა მარტო. არის შემთხვევები, როცა აკადემიკოს ნ. ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტის შესაბამისი განყოფილების ნეიროქირურგების ოქროს ხელებიც კი ვერ ეხმარება ავადმყოფებს. ასეთ შემთხვევებში, ძალიან ხშირად მხსნელის როლს ასრულებს კიბერდანა და რადიოქირურგიის ცენტრი.

გვერდის დასაწყისში

კონსულტაცია მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ

?

-


! , . . , . .

   ,






 |  -  |   |   |   |   |   |   |   |   |   | 

© 2010 Clinic CyberKnife


:
incorporated